Khidi 中: Kwartz, Yanamaste, Autumn Tree, ASH is on Fri, Feb 22, 2019 at KHIDI • ხიდი, Tbilisi. Lineup: Ash.
From the promoter22 თებერვალს KHIDI წარმოგიდგენთ ესპანური ტექნო სცენის წამყვან დიჯეისა და პროდიუსერს - KWARTZ. მისი დებიუტი 2011 წელს ლეიბლ MainConcept Music-ზე 3 ტრეკიანი EP "Social Erosion"-ით შედგა. ამავე წელს zimmer-records-ზე გამოიცა „Solidarity EP”. სწორედ ამ რელიზებით Mario-მ მრავალი არტისტისა და ლეიბლის ყურადღება მიიქცია. 2013 წელს ესპანური დუო Exium-ის ლეიბლზე გამოიცა ფირფიტა "Fenomenon", რომელშიც შესულია Kwartz-ისა და Exium-ის ნამუშევრები. ამავე წლის ბოლოს Mario გაწევრიანდა Oscar Mulero-ს კუთვნილ Pole Group-ში. მისი ნამუშევრები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Mord Records, 47, Sonntag Morgen., Warm Up Recordings და ა.შ. Kwartz თავიდანვე ეძებდა საკუთარ ჟღერადობას, სწორედ ამიტომ 2016 წელს დაარსა ლეიბლი order&devotion, რომელზეც გამოსცა 2 EP.
მასთან ერთად დაუკრავს KHIDI-ს რეზიდენტი ირაკლი დანელია სასცენო სახელით YANAMASTE.
G2-ში დაუკრავენ კლუბის რეზიდენტი ლეონ ლოლიშვილი პროექტით AUTUMN TREE და ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი თანადამაარსებელი - ASH