KHIDI 中: Trym / Gijensu / Frequency Shifter is on Fri, Mar 22, 2019 at KHIDI • ხიდი, Tbilisi. Lineup: Trym.
From the promoter22 მარტს KHIDI წარმოგიდგენთ ტექნო დუოს სტოკჰოლმიდან - GIJENSU. Anton Abrahamsson და Oscar Strand-ის საერთო სიყვარულმა მძიმე, ჩქარი და უხეში ტექნოსადმი გააერთიანა ისინი ქალაქში, სადაც მსგავსი მუსიკის მოყვარული ადამიანი თითქმის არ მოიძებნებოდა. მათ ნამუშევრებს შევხვდებით ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა RAW და BLACK PLAGUE. დუოსთან ერთად დაუკრავს პარიზელი დიჯეი და პროდიუსერი სასცენო სახელით TRYM, რომელსაც სხვა არტისტებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებული შთგონების წყარო აქვს. ახალგაზრდა პროდიუსერის ნამუშევრები გამოირჩევა მრავალი ჟღერადობით, განსხვავებული ინსტრუმენტებითა და უხეში kick-ებით. Trym-ს კარგად გამოსდის ტექნოსა და მძიმე ტრანსის სინთეზი, სწორედ ამ მისთვის დამახასიათებელი უცხო ჟღერადობით მოიპოვა არტისტმა მსმენელის ინტერესი და სახელი გაითქვა ევროპულ ტექნო სცენაზე. არტისტებს მასპინძლობას გაუწევს კლუბის რეზიდენტი გიგა არაბული პროექტით FREQUENCY SHIFTER.